ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად

  2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი  გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას.   ბლის  კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.

    რეკომენდაციებს ვაძლევდით თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი, კენკროვანი კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე რჩევები გაიცემოდა - ვაზის, სიმინდის, ბოსტნეულის და კარტოფილის მოვლა-მოყვანის საკითხებთან დაკავშირებით.

   მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას ვაწარმოებდით სპეციალურად შედგენილი სქემების მიხედვით. მიმდინარე წელს საუკეთესო შედეგები იქნა მიღებული ყველა კულტურის წარმოების მიმართულებით. ვაშლის ქეცისა და სხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ეფექტურობით გამოირჩეოდა - ნანდო, აფეტი, ათლეტი, პრიუსი. ვაზის დაავადებების წინააღმდეგ ზორვეკ ვინაბელი, ტაზერი და სხვა ფუნგიციდები. ინსექტიციდებიდან ფერმერების განსაკუთრებული მოწონება  დაიმსახურა - ექსირელმა, ტრანსფორმა, სპინტორმა, ჰერბიციდებიდან კი კალილეომ. აღნიშნულ პრეპარატებზე მომავალში იქნება მეტი დაინტერესება. პოპულარული ხდება კოდა-ს პროდუქცია, ორგანული წარმოშობის პროდუქტები (კოდაჰუმუს 20), მცენარეთა კვების გაუმჯობესებისთვის წყალში სრულად ხსნადი თხევადი სასუქები - აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის მაღალი შემცველობით. მიკროელემენტების დეფიციტის კორექტორები, სტიმულატორები და ბიოსტიმულატორები. ამ პრეპარატების გამოყენებამ თვალნათლივ დაანახა ფერმერებს თუ როგორ მნიშნელოვან გავლენას ახდენს მათი მოსავლის როგორც რაოდენობრივ იოსე ხარისხობრივ მაჩვენებელზე.

     უხვმა ნალექმა  და ინფექციის დიდმა ფონმა ხელი შეუწყო  ქართლის ბაღებში ქეცის ძლიერ გავრცელებას.ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად  ძირითადად დავამარცხეთ ქეცი, თუმცა იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ქეცის მიმართ მიმღებიან ვაშლის ჯიშებზე დაავადების გავრცელებამ შეადგინა 15%-20%, ამიტომ მომავალშიც დაგვჭირდება მუშაობა ასეთ ბაღებში აგროღონისძიებების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩასატარებლად, რათა მოხდეს დაავადებების პრევენცია. სასურველია გავაგრძელოთ მუშაობა ქეცის საწინააღმდეგოდ დაცვის სისტემაში სხვა ახალი ფუნგიციდების ჩასართავად.

2023 წელი ვფიქრობთ ვაშლის მწარმოებელი ფერმერებისთვის ჩვეულებისამებრ რთული, მაგრამ წარმატებული იქნება, კარტლისი კი წელსაც გააგრძელებს ფერმერების გვერდით დგომას და მიაწვდით მათ ცოდნას, გამოცდილებასა და უმაღლესი ხარისხის სასუქებს, პესტიციდებსა და ყველა საჭირო საშუალებას უკეთესი წარმოებისთვის.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us