ჰერმოსა

ძირითადი მახასიათებლები

  • დიდი ზომის ტუბერები
  • კარგი მოსავლიანობა
  • მშრალი ნივთიერების კარგი შემცველობა
  • რეზისტენტობა ქეცის მიმართ

რგვის ნორმები:

  • რგვის სიღრმე: ნორმალურზე 3 სმ-ით ღრმად
  • მანძილი მწკრივებს შორის: 75 სმ

რგვის სიხშირე:

ტუბერის  ზომა

მცენარის რაოდენობა (1 ჰა) მწკრივში დგომა
28/35 მმ 55.000 24 სმ
35/50 მმ 46.000 29 სმ
50/30 მმ 42.000 32 სმ 
ფასი

სასუქებით უზრუნველყოფა:

  • გამოკვება მიუსადაგეთ ნიადაგის ანალიზს.
  • აზოტი (N): 200 კგ/ჰა (ნიადაგში N-ის შემცველობის ჩათვლით) სრულად შეიტანეთ თესვისას მოსავლის გაუმჯობესების მიზნით.
  • კალიუმით ღარიბ ნიადაგში შეიტანეთ კალიუმის ქლორიდი (KCl), რათა გაუმჯობესდეს ტოლერანტობა შინაგანი დაჟეჟილობის მიმართ. ფოსფორით და კალიუმით განოყიერება მიუსადაგეთ ნიადაგის ანალიზს.
  • საადრეო მოსავლის მიღებისათვის ორგანული სასუქის (ნაკელის) გამოყენება სასურველი არ არის.

წინასწარი დამუშავება და დარგვა:

  • ჰერმოსას მოყვანა შესაძლებელია ყველა ტიპის ნიადაგში.
  • წინასწარი გაღივება აჩქარებს ზრდას.
  • ლოკალურ პირობებთან შეგუებისთვის, თესვამდე მცირე დროით ადრე, ტუბერები გამოიტანეთ ცივი საცავიდან.
  • გამწვანების თავიდან ასაცილებლად დარგეთ 3 სანტიმეტრით უფრო ღრმად, ვიდრე ჩვეულებრივ და გააკეთეთ მაღალი ბაძო.
  • ჰერმოსა ტოლერანტულია წვრილნაყოფიანობის მიმართ, ამიტომ თესვა შეიძლება ნაადრევად.
  • საშემოდგომო/ზამთრის მოსავლისთვის რეკომენდებულია რიზოქტონიას წინააღმდეგ წამლობა.

ვეგეტაცია:

  • ჰერმოსა იზრდება ბაძოს ზედაპირთან ახლოს და ახასიათებს ნაადრევი ტუბერიზაცია.
  • ტუბერების რაოდენობა მცირეა და ზომაში კარგად იზრდება.
  • კარგი მორწყვა თავიდან აგაცილებთ ზრდის პერიოდში ტუბერების დასკდომას
  • ჰერმოსა მგრძნობიარეა ფიტოფტორას მიმართ, მაგრამ საადრეო მოსავლის გამო, ეს დაავადება პრობლემას არ ქმნის

ფოჩის ჭკნობა და მოსავლის აღება:

  • ჰერმოსა საადრეო ჯიშია, ამიტომ ფოჩის ჭკნობა არ ქმნის პრობლემას.
  • მშრალი ნივთიერების მაღალი შემცველობისთვის, ფოჩის ჭკნობის შემდეგ, მოსავლის აღებამდე, დარწმუნდით, რომ ტუბერების კანი სრულად არის ჩამოყალიბებული.
  • ჰერმოსას მოსავალი შეგიძლიათ აიღოთ 90-100 დღეში.
  • ტუბერების მწერებისაგან დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ნიადაგი უნდა იყოს ცივი. ფოჩის ჭკნობის შემდეგ ბაძოები მორწყეთ წყლის მცირე რაოდენობით.
  • ჰერმოსა იზრდება ბაძოს ზედაპირთან ახლოს, ამიტომ ღეროს ჭკნობის პერიოდში არსებობს გამწვანების მაღალი რისკი. ფოჩის ჭკნობიდან მოსავლის აღებამდე პერიოდში ყურადღებით იყავით.

შენახვა:

  • საწყობი გაანიავეთ მცირე დროით და ხშირად, რათა თავიდან აიცილოთ CO2-ის დაგროვება.
  • არ შეინახოთ სიცივეში, თუ ტუბერები განკუთვნილია მეორადი (შემოდგომა/ზამთრის)პერიოდისთვის.
  • თავიდან აიცილეთ კონდენსაცია შენახვის დროს.

ჯიშის მახასიათებლები: 

კულინარული ტიპი B - ოდნავ ფხვიერი
ვეგეტაცია საშუალოდ საადრეო 90-100 დღე
მოსავლიანობა მაღალი
ტუბერის ზომა ძალიან დიდი
ტუბერის ფორმა მოგრძო/ოვალური
ტუბერების რაოდენობა 12-14
შიგთავსის ფერი
მოხარშვის შემდეგ
ღია ყვითელი
კანის ფერი ყვითელი
მოსვენების პერიოდი საშუალო
მეტრიბუზინის მიმართ მგრძნობიარობა ზომიერად მგრძნობიარე
ბუჩქის განვითარება ძლიერი
შინაგანი დაჟეჟილობა მგრძნობიარე
წვრილნაყოფიანობა რეზისტენტული
მშრალი ნივთიერება 19%
UWW 345
თითისტარისებურობა მიმღებიანი
ნემატოდის მიმართ რეზისტენტობა რეზისტენტული: Ro 1; მიმღებიანი: Ro2/3
კარტოფილის კიბო რეზისტენტული: ფიზიო 1; მიმღებიანი: ფიზიო 2, 6, 18 
ფიტოფტოროზი ბუჩქზე ძლიერ მიმღებიანი
ფიტოფტოროზი ტუბერზე უმნიშვნელოდ მიმღებიანი
ჩვეულებრივი ქეცი უმნიშვნელოდ მიმღებიანი
ფხვიერი ქეცი უმნიშვნელოდ მიმღებიანი
ნაოჭა მოზაიკა (Y ვირუსი) ძლიერ მიმღებიანი
ტუბერის ტოლერანტობა Y ვირუსის მიმართ ტოლერანტული

 

 - გულდასმით შეამოწმეთ სარგავი ტუბერების ზომის, მწკრივში დაცილების მანძილის და საჰექტარო რაოდენობის შესაბამისობა!

  

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us