ესპანური ლაბორატორია - AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!
დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!
სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!
სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას.
ჩითილის წარმოებისას აუცილებელია დავიცვათ ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენა მცენარეზე. მისი გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: pH-5,5-6,5; T-დღე 20-22°C; ღამე 15-16°C; EC 1.5.
მნიშვნელოვანია 3-4 ფოთლის ფაზიდან ფესვის ყელის სიდამპლეებთან (Fusarium oxysporum f. sp. Lactucae, Pythium uncinulatum, S. sclerotiorum) ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, გამოვიყენოთ მაღალხარისხიანი პესტიციდები, როგორებიცაა აფეტი, ნატურფოსი, ასევე რეკომენდებულია მაღალფოსფორიანი და ამინომჟავებით მდიდარი სასუქების გამოყენება (ბელგიური წარმოების სასუქები- გროგრინების სერიიდან და ესპანური ბრენდის პროდუქცია-კოდამინ რადიკულარი).
სალათის მოყვანა რეკომენდებულია როგორც სათბურში, ასევე ღია გრუნტზე, აგროვადების დაცვით, მისი მოყვანა სათბურში შესაძლებელია წელიწადში 5-6 ჯერ. სალათი ყინვაგამძლე მცენარეა, დასაშვებია ღამით +4-6°C; დღისით +6-10°C; ოპტიმალური ტემპერატურა კი 15-16°C; ტენიანობა- 60-80%; მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე:100კვ/მეტრზე: N-1.2კგ ; P2O5-0-5 კგ; K2O-1,5კგ; EC-1.5-2.5; pH-6-7;
ძირითადი ფაქტორები, რომელთაც გავლენა აქვთ მოსავალზე:
• საკვები ელემენტების შემცველობა;
• ჰუმუსის შემცველობა;
• ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი;
• მარილიანობა;
• ტექსტურა.
ძირითადი საკვები ელემენტები: მაკროელემენტები-N,P,K,CA,MG,S; მიკროელემენტები: B,FE,ZN,MN,CU,MO;
P -ფოსფორი აუცილებელი ელემენტია, ის მონაწილეობს მზის ენერგიის მცენარის ქსოვილში გარდაქმნის პროცესში, შედის მნიშვნელოვანი ცილების სტრუქტურაში, ასტიმულირებს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისათვის.
N-აზოტი არის ცილის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტი, შედის ქლოროფილის შემადგენლობაში, ღებულობს მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში.
K-კალიუმი მონაწილეობს სახამებლის, შაქრების , ზეთის წარმოქმნის და გადაადგილების პროცესში.მცენარეში წყლის შეკავების პროცესებში, აუცილებელია მცენარის ნაყოფის წონის, გემოს, ფერის ჩამოსაყალიბებლად.
ხარისხიანი პროდუქციის მიღება თითქმის 90%-ით დამოკიდებულია სათესლე მასალაზე, კომპანია ,,კარტლისი“ გთავაზობთ მრავალფეროვანი ჰოლანდიურ სათესლე მასალის (ENZA ZADEN) ასორტიმენტს, რომელიც არის თიხის ფენით გარშემორტყმული, რაც უფრო კომფორტულს ხდის ჩათესვის პროცესს.
სალათების ასორტიმენტი:
• აისბერგი: BOTIOLA, BOMBOLA, DIAMOND;
• ლოლო ბიონდა: ILEMA, VILI, LOBI;
• ბატავია: FRISADY, ESTONY, KISMY;
• ლოლო როსა: TUSKA, LEA, LOKA;
• რომანო: PINOKIO, XANADU.
ესპანური ლაბორატორია - AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!
დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!
კარტლისის აკადემიის რეკომენდაციები:
ცვლილებების აუცილებლობა აგრარულ სექტორში
რა სჭირდება ფერმერს ?
• მაღალი მოსავალი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, მოწოდება-გასაღების თანაფარდობა, პროდუქციის მაღალი ფასი
მომხმარებელს:
• საკვები, არომატი და გემო, მისაღები ფასი, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, აგრო-ტურიზმი
გარემოს:
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ შპს „კარტლის აგროსისტემებთან“ მემორანდუმი გააფორმა.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციისა და შპს „კარტლის აგროსისტემების“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასოციაციის წევრი ფერმერებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ხოჭოლავამ და შპს „კარტლის აგროსისტემების“ დირექტორმა რობერტ რევიამ.
საქართველოში, მოცვის კულტურის გაშენება, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, კარტლისი გამოირჩევა მოცვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებით და გთავაზობთ, მოცვის დაცვის სქემას ,რათა თქვენი ფერმერული მეურნეობა უფრო განავითაროთ კარტლისის სქემის დახმარებით.
მოცვის დაცვის სქემა კარტლისისგან: იხ. ბმული.
კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს.ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!
გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.
დაგვეთანხმებით, რომ ვაზი და საქართველო ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქართული ღვინო ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს. ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას.
კომპანია კარტლისი მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს, ამჯერად კი, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.
აფეტი მთელს მსოფლიოში დღეისათვის ნამდვილად უკონკურენტო საშუალებაა ფუზარიოზის, თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის, ვაშლი ქეცის თავიდან ასაცილებლად!
აფეტის გამოყენება მნიშვნელოვნია, არა მარტო ფესვის ყელის სიდამპლესთან ბრძოლის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა კულტურაში თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად!
ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები.
დღეს დიდი პარასკევია, წითლად შეღებილი კვერცხი კი, ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლო გახლავთ!
საქართველოში, ყველაზე მეტად გავრცელებულია შეღებვა ენდროს ფესვების გამოყენებით, რომელიც მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა და მისი სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთია, გვარში გაერთიანებულია 130-მდე სახეობა, ხოლო საქართველოში გვხდება სამი სახეობა!
ის იზრდება მთის ფერდობებზე, ის იზრდება თითქმის ყველა სახის ნიადაგზე, აქვს სუსტი, წვრილი, ბღაუჭა, მცოცავი ღეროები, რომელთა სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. მთავარი ფესვი კი, საკმაოდ ძლიერია, სიღრმეში დატოტვილი!
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia