მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი

საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად  კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.

რა თქმა უნდა დავიწყეთ ამ კულტურის ძირფესვიანი შესწავლა. ჩვენ უკვე გვქონდა ჩვენი, ადგილობრივი ცოდნაც და გამოცდილებაც, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო სიახლეებზე წვდომა და შემდეგ ჩვენს ფართობებში  დანერგვა.  ჩვენ პარტნიორ კომპანიებს ესპანეთში, ჰოლანდიაში და ა.შ.  ვთხოვეთ დაეგეგმათ ჩვენთვის მაქსიმალურად მრავალფეროვანი ცოდნის მომცემი ვიზიტი და კომპანიის თანამშრომლები, ჩვენს რამდენიმე ფერმერთან ერთად ვესტუმრეთ სხვადასხვა მეურნეობებს ესპანეთში. ვნახეთ ლურჯი მოცვის გაშენების სხვადასხვა მიდგომები და გავეცანით უპირატესობებს ,როგორც ღია გრუნტის, ასევე სათბურების შემთხვევაში

ესპანეთში ვიზიტმა არაერთ საკითხზე დაგვაფიქრა და ახალი ხედვა მოგვცა, რომელიც გააზრების შემდეგ ქართველ ფერმერებთან დავნერგეთ.

 ესპანეთმა გვასწავლა, რომ:

■ ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას მარტივად ვიმუშაოთ ნებისმიერ კულტურასთან.

■ სწორი ინფორმირება  მაღალი ხარისხის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ამისთვის გავაძლიერეთ შიდა, თანამშრომლების გადამზადების და ინფორმაციაზე წვდომის გზები

■ სწორად დაგეგმილი მეურნეობა არის მაქსიმალური შედეგის გარანტია.

■ ქართული და ევროპული გამოცდილების ტანდემის შედეგად, ჩვენ შევძელით ერთ ძირ მოცვზე მიგვეღო  6-7 კილომდე მოსავალი და თითოეული კილოგრამი  ერთნაირად ხარისხიანი და მისაღები იყო, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

■ ბოლოს კი გავიგეთ მოცვში კალციუმის დიდი როლის შესახებ, როგორც ნაყოფის ხარისხის, ისე მცენარის განვითარების შემთხვევაში, რასაც საქართველოში ფაქტიურად არც ერთი ფერმერი არ იყენებდა.

 

 

საქართველოში დაბრუნებულებს არაერთი საკითხი გვქონდა გადასაჭრელი, მათ შორის:

  1. საადრეო მოსავლის მიღება (რადგან ფასი მაღალია საადრეოდ მოყვანილი პროდუქტის)
  2. ერთდროულად სიმწიფეში შემოსული მაქსიმალურად მაღალი % მოსავლის. (რაც ისევ და ისევ იწვევს მაღალ ფასში რეალიზებულ მაქსიმალურად მეტ წილ მოსავალს)
  3. კრეფის რაოდენობის შემცირება
  4. მკვრივი და სათანადო კალიბრაციის (ზომის) ნაყოფის მიღება.
  5.   სარწყავი სისტემის და ნიადაგის ტენიანობის კონტროლის ახალი მიდგომების მოძიება და დანერგვა.

 

ამ საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა ჩვენ ესპანური გამოცდილებით, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით და თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით დავიწყეთ რაც ბაზარზე პრაქტიკულად უახლესი იყო და წვდომა მხოლოდ კარტლისს ჰქონდა.

 

2022 წლის სეზონი ვფიქრობ ყველა კულტურაში და განსაკუთრებით მოცვში საკმაოდ რთული იყო, თუ გავითვალისწინებთ მეტეოროლოგიურ პირობებს, ტენიანობას, მოგვიანებით კი მაღალ ტემპერატურას და ბევრ სხვა შემადგენელს, ზემოთჩამოთვლილმა პროცესებმა საერთო ჯამში ფერმერებს მაღალი ხარისხის და უხვი მოსავლის მიღება გაურთულა. ჩვენ აღნიშნული პირობების გათვალისწინებით მაინც მოვახერხეთ პარტნიორ მეურნეობებში მაღალი ხარისხის მოსავალი მიგვეღო, ამაში კი ჩვენი უახლესი და უმაღლესი ხარისხის რამდენიმე პრეპარატი განსაკუთრებულად დაგვეხმარა, დღეს სწორედ ჩვენთან ახლახან დანერგილ საშუალებებზე გავამახვილებ ყურადღებას და შევეცდები მათი მნიშვნელობა პრაქტიკული ცდების ანალიზის შედეგზე დაგანახოთ.

დავიწყებ „უნიბროტით“, გაგიზიარებთ შედეგებს 2021 წლის მდგომარეობით ჩატარებულ ცდებზე:

„უნიბროტი“ შეიცავს ადვილად ათვისებად კალციუმს, რომელიც აძლიერებს მერქნიან მცენარეებში ვეგეტატიური და რეპროდუქციული კვირტების განვითარებას,რის შედეგადაც ვიღებთ:

  •    ხილის უფრო ერთგვაროვან ზრდას.
  •    მოსავლიანობის გაზრდას.
  •    ასტიმულირებს ფოთლოვან ხეხილს და გამოყავს ის მოსვენების პერიოდიდან .
  •    მცენარე მიმართულია იმ კვირტების კვებით უზრუნველყოფაზე, რომლებიც ბუნებრივად არ აღმოცენდნენ.

 

 

 

 

შედეგი ნამდვილად იყო და არის დაუჯერებლად მაღალი, მაგრამ ფაქტია რომ შესაძლებელი.

 ორ წლიანი დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ეს პროდუქტი უკონკურენტო და მაღალი შედეგის მომცემია.

მეორე პროდუქტი ასევე კომპანია „კარტლისის“ ფართო ასორტიმენტიდან,რომელიც ჩვენმა ესპანელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს არის „ფრუტმაქს 10 “:

  • შექმნილია, რათა გამოვიყენოთ ნაყოფის ჩამოყალიბების ეტაპზე;
  • მისი პერიოდული გამოყენება, სათანადოდ შედგენილი NPK სასუქების პროგრამასთან ერთად,       მცენარეს ანიჭებს მეტ ენერგიას, რაც მაქსიმალურად აუმჯობესებს ნაყოფის ზომასა და ფორმას;
  • ზრდის საერთო მოსავლიანობას.

 

 

 

და მაინც, რა უპირატესობები აქვს ნაკვეთის კარტლისის ტექნოლოგიით დამუშავებას?!

  • მარტში უნიბროტით დამუშავების შემდეგ, მოცვში არ შექმნია პრობლემა ყვავილობისა და გამონასკვის პროცესს.
  • მტევნები ერთგვაროვანად განვითარდა და შევსებაც ასევე ერთგვაროვნად მოხდა.
  • სიმწიფეში შესვლის დროს ერთდროულად მოიკრიფა მოსავლის დაახლოებით 60 %.
  • ფრუტმაქსმა მოგვცა საუკეთესო შედეგი კალიბრაციის მხრივ. ფრუტმაქსი ცალკეც გამოიცადა სხვა ფართობებში და კალიბრაცია 16-დან 22-მდე მოგვცა.
  • იქ სადაც კოდას პროდუქტი გამოვიყენეთ ფართობის სხვა ნაწილთან  შედარებით, ძირზე მოსავლიანობა გაზრდილი იყო  500-600 გრამით.
  • წელს ნაყოფს ძალიან გაუჭირდა მწიფობა, თუმცა კოდაფოლ K35-ით დამუშავებულ ფართობებს ეს პრობლემა არ შექმნია.

 

ეს მცირე მონახაზია რასაც ლურჯი მოცვის კულტურაში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით მინდოდა შევხებოდი, რა თქმა უნდა გრძელდება შედეგების გაზრდისთვის ცდებისა და გამოცდილებების დაგროვება, ასევე ვცდილობთ სარწყავი სისტემის და ნიადაგის ტენიანობის კონტროლის ახალი მიდგომების შემოთავაზებასა და დანერგვასაც. ახლა მიმდინარეობს ამ ცდების ჩვენს ფართობებზე მორგება, რის შედეგადაც მაქსიმალურად გამარტივდება მორწყვის ჯერადობის და ტენიანობის კონტროლი ნიადაგში.

წარმატებებს ვუსურვებთ ფერმერებს, მათი განვითარება, წარმატება და ჩვენი წინსვლა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და შესაბამისად ვცდილობთ ვიყოთ მათთვის ლიდერები და მივაწოდოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის რეკომენდაციები, პესტიციდები, სასუქები და ვასწავლოთ მათ გამოყენების სწორი მიდგომები.

 

სხვა სიახლეები

2018 წლის 14 ნოემბერს, კომპანია „კარტლისის“ ორგანიზებით ქ. ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა „მევენახეთა ფორუმი, დარგში არსებულ სიახლეებზე“.

ფორუმში ასევე მონაწილეობას იღებდა კომპანია „კარტლისის“ პარტნიორი ბანკი ბაზისბანკი. აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა ახალი პროდუქტის შეთავაზებას, რომელიც შეიქმნა ერთობლივად კომპანია კარტლისთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს, რათა განავითარონ სოფლის მეურნეობა.

მორიგი შეხვედრა კომპანია კარტლისის მიერ შედგა გარდაბანში მესიმინდე ფერმერებთან ერთად, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პროფესიულ დუალურ პროგრამაში ჩართული სტუდენტები და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული სტუმრები!

საუბარი და თემის გაცნობა მოიცავდა სიმინდის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დამუშავებულია კომპანია კარტლისის სპეციალისტების მიერ!

კარტლისთან თანამშრომლობით ფერმერები კმაყოფილები არიან,რადგანაც მათი მოსავალი გაიზარდა 50%-ით.

2018 წლის 10 ოქტომბერს, ანაკლიაში საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა,რომლის ორგანიზატორი გახლდათ კომპანია კარტლისი, არსებულ ღონისძეიბაზე განიხილეს ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებული პრობლემები და გამოწვევები. ღონისძიების მიზანი გახლდათ, ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოში მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემებს და განეხილათ მათი გადაჭრის გზები,ასევე ფერმერებმა გაუზიარეს ერთმანეთს კომპანია კარტლისის დახმარებით მიღებული შედეგები და მიღწევები.

სათესლე მასალის წარმოებაში მსოფლიო ლიდერები, ჰოლანდიური კომპანიები Enza Zaden და Bejo Zaden ყოველწლიურად მართავენ ღია კარის დღეებს, სადაც მრავალი ქვეყნიდან ჩასული ფერმერები და აგრონომები ეცნობიან  ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ყოველ წელს, კარტლისი პარტნიორ ქართველ ფერმერებს საშუალებას აძლევს გაემგზავრნონ ჰოლანდიაში, მოინახულონ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და დაესწრნონ ტრენინგებს. 

კარტლისის გორისა და ქუთაისის ფერმერთა მომსახურების ცენტრში, იაპონური კომპანია “ნიჰონის” თანამშრომელმა, ბიოქიმიკოსმა კურიამა კენიმ ტრენინგები ჩაატარა. იაპონელი მეცნიერი კურამა კედი პრეპარატ “ორტუსის” მოქმედი ნივთიერების გამომგონებელი გახლავთ.ქართველ ფერმერებს ქონდათ უნიკალური შესაძლებლობა უშუალოდ გასაუბრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული პრეპარატის შემქმნელს. ტრენინგის მიმდინარეობისას ფერმერება პრეპარატების “ორტუსის” და “აპლაუდის” შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა

ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში, 10 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ თხილის პლანტაციაში დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა.სისტემა მოწყობილია კორპორაცია «Jain Irrigation Systems Ltd.»-ის ისრაელი, ინდოეთი, აშშ) მიერ წარმოებული ხარისხიანი, თანამედროვე, გამძლე მასალებითა და მექანიზმებით. სისტემა მუშაობს გერმანული წარმოების ტუმბოზე, «Wilo» რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და გამძლეობით.

საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრისთვის, სათესლე კარტოფილის გამოცდა აქამდე რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილიდან, დმანისში, კომპანია კარტლისის კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ამიერკავკასიის რეგიონისათვის განკუთვნილი კარტოფილის 30 ახალი ჯიში დაითესა. მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის მანძილზე, კარტლისის სპეციალისტები აკვირდებოდნენ და უვლიდნენ საცდელ ნაკვეთს.

კომპანია “კარტლისმა”  გურჯაანში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა.  ცენტრში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, ევროპული და ამერკული წარმოების პესტიციდები, სასუქები და სათესლე მასალა. ადგილზე ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

გურჯაანის ფერმერთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს სოფელ გურჯაანში, ყველაწმინდას ეკლესიის ასახვევთან.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us