მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
PR22R58 ჯიშის ხორბალი კომპანია “კარტლისი”-ს დათესილი აქვს მარნეულის რაიონ სოფელ ბაიდარში 55 ჰექტარზე და დმანისის რაიონის სოფელ შინდლარში 25 ჰქტარზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ორივე ადგილას ხორბლის მოსავალი ძალიან მაღალია. ყანები “კარტლისი”-ს ტექნოლოგიითაა მოვლილი, რაც გულისხმობს ჯიშის სწორ შერჩევას, ნიადაგის შესაბამისი სქემით დამუშავებას და ა. შ. “ეს ხორბალი გასული წლის 15 ოქტომბერს დავთესეთ. ეს ახალი ჯიში ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოშობისაა. თესვამ კარგი შედეგები გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში შეუძლია მოგვცეს 1 ჰექტარზე 7-9 ტონა ხორბალი, ხოლო იმ ჯიშის სათესლე ხორბლით, რაც საქართველოში ამჟამად თესავენ, ჰექტარზე 2-3 ტონა ხორბალი მოდის”- აცხადებს კომპანია “კარტლისი”-ს დირექტორი რობერტ რევია.
მოსავლის აღების პრეზენტაციას ის ფერემერებიც დაესწრნენ, რომლებსაც სხვადასხვა კულტურის მარცლეული მოყავთ, ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული სათესლე ჯიშით იმდენად დაინტერესდნენ, რომ საკუთარ მიწებზე წელს ხორბალსაც დათესავენ. “კომპანია “კარტლისი”-სგან 30 ტონა ხორბლის თესლი შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმაზე ბევრად მეტი მოსავალი მივიღე, რასაც ველოდი. 70 ჰექტრზე მაქვს დათესილი და 600 ტონა მოსავალს ავიღებ. ეს ჯიში პირველად მოვსინჯე. აქამდე საქართველოში ფართოდ გავრცელებულ “ბეზოსტაია-1″-ს (რომელიც საქართველოში “უფხო პირველით” არის ცნობილი) ვთესავდით. ამასთან შედარებით ბევრად მეტი მოსავალი მივიღეთ. განსხვავება ამ ორ ჯიშს შორის ძალიან დიდია”- განაცხადა ფერმერმა მირიან ჩხიტუნიძემ.
ხორბლის აღების პროცესს ესწრებოდა პროფესორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი, რომელიც გასულ წელს ჩატარებულ გამოცდის პროცესს აკვირდებოდა და აღნიშნულ ჯიშს ძალიან დადებითი შეფასება მისცა. “კარტლის“-მა ხორბლის ეს ჯიში გასულ წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ქართლსა და კახეთში გამოცადა და ძალზე კარგი შედეგი მიიღო. ამიტომ დადებითად ვახასიათებ ამ ჯიშს, რადგან სხვა, არაერთ დადებით თვისებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხვა ჯიშებთან შედარებით ადრეულია. მოსავლის აღების შემდეგ, მზად ვარ, დავუწერო რეკომენდაცია, რომ ხორბლის თესლის ეს ჯიში საქართველოს ყველა იმ ზონაში გავრცელდეს, სადაც მეხორბლეობას მისდევენ. მისი განსაკუთრებულობა მისი კლიმატისადმი ამტანობასა და მაღალმოსავლიანობაში მდგომარეობს” – აცხაებს აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი.
კომპანია “კარტლისი”-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, PR22R58 ჯიშის ხორბალი თავდაპირველად საქართველოში ფართოდ გამოსცადეს – 7 რაიონში 150 ჰექტარზე. შესაბამისად, აღნიშნული ჯიშის ხორბლით დათესილი ყანების გვერდით ყველგან ეთესა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯიში „ბეზოსტაია-1″ (საქართველოში ცნობილი როგორც “უფხო პირველი”). ჯიშმა PR22R58 ყველგან აჯობა სტანდარტს ” ბეზოსტაია-1″-ს და ასევე აჩვენა უფრო მაღალი მოსავლები მეზობელ ფართობებთან შედარებით. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი, წარმატებული საცდელი თესვის შედეგების მიღების შემდეგ ახლა უკვე “კარტლის“-თან ერთად ფერმერებმა ბოლნისის, მარნეულის, გორის, დმანისის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონში სულ 1000 ჰექტარამდე ტერიტორიაზე დათესეს.
რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ეს არის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა და, შესაბამისად, ფასებიც აქვს საკმაოდ მაღალი. ფასი 1 რეპროდუქციის სათესლე ხორბალზე შეადგენს 1,1 ევრო/კგ
მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.
კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად
ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად
2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia